---
title: "მუხლი 3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიზნები — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/3"
law: "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
article: "3"
identifier: "2273-IIს"
adopted: "2018-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიზნები — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/3

საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიზნებია:
ა) პროექტების ეფექტიანობის ზრდა;
ბ) საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება ახალი საჯარო ინფრასტრუქტურის შექმნით ან/და საჯარო მომსახურების მიწოდებით ან/და არსებულის გაუმჯობესებით;
გ) კერძო დაფინანსების მოზიდვა;
დ) საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტიანობის ზრდა;
ე) საჯარო და კერძო სექტორებს შორის რისკების განაწილება;
ვ) კერძო პარტნიორის ნოუ-ჰაუს გამოყენება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/4.md
