---
title: "მუხლი 31. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების მონიტორინგი — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/31"
law: "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
article: "31"
identifier: "2273-IIს"
adopted: "2018-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების მონიტორინგი — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/31

1. საჯარო პარტნიორი უზრუნველყოფს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით კერძო პარტნიორის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.

2. საჯარო პარტნიორისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი საჯარო ინფრასტრუქტურა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები, საქართველოს კანონმდებლობითა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიუხედავად, დაუშვებელია საჯარო პარტნიორის მიერ კერძო პარტნიორის ან მისი კონტრაჰენტი მესამე პირის მიერ განხორციელებულ კომერციულ საქმიანობაში ჩარევა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/32.md
