---
title: "მუხლი 32. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ანგარიშგება — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/32"
law: "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
article: "32"
identifier: "2273-IIს"
adopted: "2018-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ანგარიშგება — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/32

1. სააგენტო უზრუნველყოფს ყველა ინიციირებულ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნებას.

2. წლიური ანგარიში თითოეულ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებით მოიცავს:
ა) პროექტის მოკლე აღწერას;
ბ) პროექტის განხორციელებაში წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს, იმ გარემოებების პრაქტიკაში განხორციელების გათვალისწინებით, რომელთა საფუძველზედაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება პროექტის მოწონების შესახებ;
გ) კერძო პარტნიორის ფინანსურ ანგარიშგებას, ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1546 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/33.md
