---
title: "მუხლი 33. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების შემდგომი შეფასება — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/33"
law: "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
article: "33"
identifier: "2273-IIს"
adopted: "2018-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების შემდგომი შეფასება — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/33

1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების შემდგომი შეფასება ხდება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.

2. საჯარო პარტნიორი საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების შემდგომი შეფასების ანგარიშს წარუდგენს სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამზადებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების შემდგომი შეფასების ანალიზსა და შესაბამის რეკომენდაციებს.

3. სააგენტო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან გამოითხოვს უფლებამოსილი ორგანოს მიერ განხორციელებული შეფასების ანალიზს მის რეკომენდაციებთან ერთად და საქართველოს მთავრობას წარუდგენს ერთიან შეფასებებს იმის თაობაზე რეკომენდაციებთან ერთად, თუ რა გზით შეიძლება სამომავლოდ საჯარო და კერძო თანამშრომლობის შეფასებისა და განხორციელების პროცესის გაუმჯობესება.
საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1546 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.
თავი VIII. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/34.md
