---
title: "მუხლი 36. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი, რომლის შემუშავება ამ კანონის ამოქმედებამდეა დაწყებული — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/36"
law: "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
article: "36"
identifier: "2273-IIს"
adopted: "2018-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი, რომლის შემუშავება ამ კანონის ამოქმედებამდეა დაწყებული — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/36

საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი, რომლის შემუშავება ამ კანონის ამოქმედებამდეა დაწყებული, კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოცხადებულია შესაბამისი სატენდერო/შერჩევის პროცესის/ინტერესთა გამოხატვის პროცედურა ან შერჩეულია პროექტის განმახორციელებელი, წარედგინება საქართველოს მთავრობას ამ კანონით გათვალისწინებული განხორციელების ეტაპის განსაზღვრის მიზნით. საქართველოს მთავრობისათვის წარდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: პროექტის ინიციირებისა და მომზადების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს, პროექტის კონცეფციას, განხორციელებულ კვლევებს და პროექტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/37.md
