---
title: "მუხლი 5. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ძირითადი პრინციპები — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/5"
law: "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
article: "5"
identifier: "2273-IIს"
adopted: "2018-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ძირითადი პრინციპები — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/5

საჯარო და კერძო თანამშრომლობა ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს:
ა) გამჭვირვალობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესაძლებლობებისა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ბ) განჭვრეტადობა – მკაფიო და პროგნოზირებადი წესების არსებობა;
გ) თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობა და დისკრიმინაციის აკრძალვა – ყველა საჯარო და კერძო, საქართველოსა და სხვა ქვეყნის სუბიექტის მიმართ თანასწორი მოპყრობა;
დ) ხარისხის ფასთან თანაფარდობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობა, როგორც დასახული მიზნის მიღწევის ოპტიმალური ინსტრუმენტი;
ე) რისკების ოპტიმალური განაწილება – მხარეთა შორის პასუხისმგებლობისა და რისკების გონივრული განაწილება, მხარეთა მიერ მათი კონტროლის შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის, საჯარო ინტერესისა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის მახასიათებლების გათვალისწინებით;
ვ) ფისკალური პასუხისმგებლობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული ფინანსური პასუხისმგებლობის აღება საჯარო ფინანსებისთვის საფრთხის შექმნის გარეშე;
ზ) გარემოს დაცვა და სოციალური მდგრადობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და მისი გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/6.md
