---
title: "მუხლი 8. უფლებამოსილი ორგანოს უფლებამოსილებები საჯარო და კერძო თანამშრომლობის სფეროში — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/8"
law: "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
article: "8"
identifier: "2273-IIს"
adopted: "2018-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. უფლებამოსილი ორგანოს უფლებამოსილებები საჯარო და კერძო თანამშრომლობის სფეროში — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/8

1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით უფლებამოსილი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად უზრუნველყოფს:
ა) საჭიროების შემთხვევაში, პოტენციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებასა და ინიციირებას ამ კანონის შესაბამისად;
ბ) საინიციატივო შეთავაზების ანალიზსა და შეფასებას;
გ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მომზადებასა და შეფასებაში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობას;
დ) შერჩევის პროცესის ჩატარების ორგანიზებას;
ე) შერჩევის პროცესის მონაწილესთან, პოტენციურ კერძო პარტნიორთან ან/და კრედიტორთან მოლაპარაკების წარმართვას;
ვ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების დადებას;
ზ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის განსახორციელებლად საჭირო სხვა ფუნქციების შესრულებას.

2. საქართველოს მთავრობა განიხილავს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1546 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/9.md
