---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/1"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "1"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/1

1. ეს კანონი განსაზღვრავს სოციალური მუშაობის ძირითად პრინციპებს, სოციალური მუშაკის სამართლებრივ სტატუსს, სოციალურ გარანტიებს, ფუნქციებს, უფლებებსა და მოვალეობებს, სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს.

2. ამ კანონის დებულებები ვრცელდება საჯარო დაწესებულებასა და კერძო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებულ, აგრეთვე თვითდასაქმებულ, პრაქტიკული საქმიანობის განმახორციელებელ სოციალურ მუშაკებზე და მათ პროფესიულ ზედამხედველებზე, გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/2.md
