---
title: "მუხლი 12. კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის დაცვის პრინციპი — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/12"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "12"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის დაცვის პრინციპი — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/12

1. სოციალური მუშაკი სოციალურ მუშაობას ატარებს ამ კანონის მიზნების, ღირებულებებისა და ეთიკური პრინციპების შესაბამისად.

2. სოციალური მუშაკი მოქმედებს კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით ეკიდება მისთვის დაკისრებულ მოვალეობას.

3. სოციალური მუშაკის პროფესიული ეთიკის ნორმები ეფუძნება კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას, ინდივიდის ღირსების პატივისცემის პრინციპზე დამყარებულ ურთიერთობას, ბენეფიციარის მიერ გადაწყვეტილების მიღების უფლების და მისი თვითგამორკვევის აღიარებას, სოციალური მუშაობის ჩატარებისას ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის უპირატესობის აღიარებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/13.md
