---
title: "მუხლი 15. სოციალური მუშაკის ძირითადი ფუნქციები — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/15"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "15"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. სოციალური მუშაკის ძირითადი ფუნქციები — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/15

1. სოციალური მუშაკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა პრევენციული სოციალური მუშაობის ჩატარება.

2. სოციალური მუშაკის სპეციალიზაციის მიუხედავად, მისი ძირითადი ფუნქციებია:
ა) სოციალური მუშაობის ფარგლებში განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები;
ბ) იზრუნოს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვაზე, მათ შორის, მისი უფლებების დაცვაზე;
გ) იზრუნოს ბენეფიციარის კეთილდღეობაზე, განახორციელოს მისი ადვოკატირება და დაიცვას მისი უფლებები;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაცია გაუწიოს ბენეფიციარს, თავიდან აიცილოს კრიზისი და დროულად ჩაერიოს მასში, მოახდინოს ბენეფიციარის მხარდაჭერა;
ე) ბენეფიციარის უშუალო მონაწილეობით დაგეგმოს და განახორციელოს სოციალური მუშაობის პროცესი;
ვ) იმუშაოს სოციალურ საკითხებზე;
ზ) მოახდინოს სოციალური კეთილდღეობის სფეროში არსებული პრობლემის იდენტიფიცირება, შეიმუშაოს პროფესიული ინიციატივები და მოიძიოს პრობლემის გადაჭრის გზები;
თ) ითანამშრომლოს სოციალურ სფეროში დასაქმებულ სხვა პროფესიის წარმომადგენლებთან, აგრეთვე კერძო და საჯარო დაწესებულებებთან;
ი) მოახდინოს სასიკეთო ცვლილებების ინიციირება და განახორციელოს ისინი;
კ) გაააქტიუროს ინდივიდების, ჯგუფების, ორგანიზაციებისა და საზოგადოების მისწრაფება სოციალური განვითარებისკენ;
ლ) განახორციელოს პროფესიული საქმიანობის თვითშეფასება, აგრეთვე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ზედამხედველობის პროცესში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/16.md
