---
title: "მუხლი 18. სოციალური მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/18"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "18"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. სოციალური მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/18

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სოციალური მუშაობა გულისხმობს:
ა) მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, ჩაგვრის შემთხვევების შემცირების მიზნით პრევენციულ მუშაობას და მათ მართვაზე ზრუნვას, მათ შორის, მოსწავლეთა მშობლებთან, ოჯახთან, სკოლის ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან მუშაობას;
ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული სოციალური პრობლემების, კანონთან კონფლიქტში მყოფი, ქცევითი და ემოციური პრობლემების, აგრეთვე ინკლუზიური და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების იდენტიფიცირებას და მათთვის სოციალური მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, მოსწავლეთა რთული ქცევის მართვას, მათი ოჯახებისთვის კონსულტაციის გაწევას;
გ) მოსწავლის ზოგადი განათლების, ფორმალურ და არაფორმალურ საგანმანათლებლო პროცესებში მონაწილეობის უზრუნველყოფას და მისი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას;
დ) ძალადობისა და უგულებელყოფის ფაქტების იდენტიფიცირებას და მათზე შესაბამის რეაგირებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/19.md
