---
title: "მუხლი 19. სოციალური მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/19"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "19"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. სოციალური მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/19

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სოციალური მუშაობა გულისხმობს ბენეფიციართან სოციალურ მუშაობას მისი ჯანმრთელობის დაცვის პროცესში, მათ შორის, მისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდების პროცესში, კერძოდ:
ა) ბენეფიციარის მდგომარეობის შეფასებას, მისი საჭიროებების განსაზღვრას და მათ დაკმაყოფილებაზე ზრუნვას;
ბ) ბენეფიციარისთვის კონსულტაციისა და საგანმანათლებლო დახმარების გაწევას, მათ შორის, მისი ჯანსაღი ქცევის მხარდაჭერას/წახალისებას მკურნალობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, კრიზისულ ინტერვენციას, ბენეფიციარის ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას და რეაბილიტაციას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/20.md
