---
title: "მუხლი 20. სხვა ფუნქციები — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/20"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "20"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. სხვა ფუნქციები — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/20

1. სოციალური მუშაკი ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში შესასრულებელ იმ სპეციალურ ფუნქციებს, რომლებიც ამ კანონით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, მაგრამ გამომდინარეობს ამ კანონით დადგენილი პრინციპებიდან, უფლებამოსილებებიდან და ფუნქციებიდან და ემსახურება ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სოციალური მუშაკისათვის განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ხოლო კერძო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებული სოციალური მუშაკისათვის − დამსაქმებელი.
თავი IV
სოციალური მუშაკის უფლებები და მოვალეობები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/21.md
