---
title: "მუხლი 21. სოციალური მუშაკის საქმიანობის მხარდაჭერა — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/21"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "21"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. სოციალური მუშაკის საქმიანობის მხარდაჭერა — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/21

1. სოციალურ მუშაკს უფლება აქვს, ჰქონდეს სოციალური მუშაობის ეფექტიანი ჩატარებისთვის აუცილებელი პერსონალური, ტექნიკური, ინფრასტრუქტურული, საინფორმაციო და უწყებრივი მხარდაჭერა იმ დაწესებულების რესურსების გათვალისწინებით, რომელშიც დასაქმებულია იგი.

2. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სოციალური მუშაკისთვის აუცილებელი სახელმწიფო მხარდაჭერის ფარგლები და მისი უზრუნველყოფის წესი განისაზღვრება იმ დაწესებულების სამართლებრივი აქტით, რომელსაც ექვემდებარება სოციალური მუშაკი.

3. სოციალური მუშაკი პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს მომსახურების მიწოდების დადგენილი პროფესიული სტანდარტით და პროფესიული ეთიკის ნორმებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/22.md
