---
title: "მუხლი 22. დამოუკიდებლობა — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/22"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "22"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. დამოუკიდებლობა — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/22

1. სოციალური მუშაკის დამოუკიდებლობაზე გავლენის მოხდენა დაუშვებელია.

2. სოციალური მუშაობის პრინციპებიდან და ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სოციალური მუშაკი ბენეფიციართან ერთად განსაზღვრავს მისაწოდებელი მომსახურების ტიპს და მის ხელმისაწვდომობას, გარდა იმ შემთხვევისა, რომელიც მრავალმხრივი ან დისციპლინათშორისი თანამშრომლობის ფარგლებში განიხილება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/23.md
