---
title: "მუხლი 23. ბენეფიციარისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/23"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "23"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. ბენეფიციარისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/23

1. სოციალური მუშაკი ვალდებულია სოციალური მუშაობა ჩაატაროს ბენეფიციარისთვის ღიად, მისთვის ინფორმაციის მიწოდებით და მისი თანხმობით. გადაუდებელი შემთხვევის დროს ბენეფიციარის თანხმობა აუცილებელი არ არის.

2. სოციალური მუშაკი ვალდებულია ბენეფიციარს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია საჭირო მომსახურების, არსებული რისკისა და დაბრკოლების შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/24.md
