---
title: "მუხლი 24. სასამართლოში წარმომადგენლობა — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/24"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "24"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. სასამართლოში წარმომადგენლობა — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/24

1. სოციალური მუშაკი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სასამართლო პროცესში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების საფუძველზე.

2. ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, სოციალურ მუშაკს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სასამართლო მედიაციის პროცესში.

3. სოციალური მუშაკი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში და უზრუნველყოს სასამართლოსთვის შემთხვევის ან ბენეფიციარის შესახებ ობიექტური ფსიქოსოციალური დასკვნის მომზადება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/25.md
