---
title: "მუხლი 25. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/25"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "25"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/25

1. სოციალურ მუშაკს ეკისრება იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სოციალური მუშაობის ჩატარებისას.

2. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება სოციალური მუშაკის საქმიანობაზე არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ბენეფიციარი ათავისუფლებს სოციალურ მუშაკს ამ ვალდებულების შესრულებისგან და ინფორმაციის გაცემა არ დააზიანებს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს. თუ ბენეფიციარი არასრულწლოვანია, იგი სოციალურ მუშაკს აღნიშნული ვალდებულების შესრულებისგან ათავისუფლებს ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით;
ბ) სოციალურ მუშაკს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება ინფორმაციის გაცემას აკისრებს;
გ) სოციალური მუშაკისთვის ცნობილი ინფორმაციის გაუცემლობა ზიანს მიაყენებს უფრო ღირებულ სამართლებრივ სიკეთეს.

3. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება სოციალურ მუშაკზე ვრცელდება სოციალური მუშაობის დასრულების შემდეგაც.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/26.md
