---
title: "მუხლი 26. ინფორმაციის გაცემის ვალდებულება — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/26"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "26"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. ინფორმაციის გაცემის ვალდებულება — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/26

1. დაწესებულება, რომელშიც დასაქმებულია სოციალური მუშაკი, ვალდებულია ბენეფიციართან დაკავშირებული მის ხელთ არსებული ინფორმაცია გააცნოს ბენეფიციარს, მის წარმომადგენელს ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს.

2. ინფორმაციის გაცემის წესი, მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები და მათ გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები განისაზღვრება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/27.md
