---
title: "მუხლი 28. მრავალმხრივი და დისციპლინათშორისი თანამშრომლობა — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/28"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "28"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. მრავალმხრივი და დისციპლინათშორისი თანამშრომლობა — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/28

სოციალური მუშაკი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლოს სხვა სოციალურ მუშაკებთან, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, აგრეთვე იმ პროფესიულ ჯგუფებთან, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ბენეფიციარის მხარდაჭერის პროცესში, და იმ პირებთან, რომლებთან თანამშრომლობაც მიმართულია ბენეფიციარის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7009-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/29.md
