---
title: "მუხლი 3. კანონის მიზნები — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/3"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "3"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. კანონის მიზნები — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/3

ამ კანონის მიზანია სოციალური მუშაობის იმგვარი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ემსახურება:
ა) ინდივიდის მიერ თავისი ცხოვრების წარმატებით წარმართვას, თვითდახმარებისა და თვითგანვითარების გზით მისი დამოუკიდებლობისა და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას;
ბ) ინდივიდის საზოგადოებაში მდგრად ინტეგრაციას, მისი ფართო პირადი ავტონომიის შენარჩუნებას და მის მიერ საზოგადოებრივი სიკეთით სრულფასოვნად სარგებლობას;
გ) ისეთი სტრუქტურული ცვლილებების დანერგვას, რომლებიც ხელს უშლის მარგინალიზაციასა და სოციალურ დაყოფას;
დ) სოციალური უსაფრთხოების ხელშეწყობას;
ე) ოჯახისა და საზოგადოების გაძლიერებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველყოფას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/4.md
