---
title: "მუხლი 30. მიუკერძოებლობა — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/30"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "30"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. მიუკერძოებლობა — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/30

1. სოციალური მუშაკი ვალდებულია უფლებამოსილების განხორციელებისას იყოს მიუკერძოებელი და ხელმძღვანელობდეს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესით.

2. დაუშვებელია, სოციალური მუშაკი იყოს მხარე და მოქმედებდეს სუბიექტური ინტერესებით.

3. სოციალური მუშაკი მისი დამსაქმებლის წინაშე აყენებს თვითაცილების საკითხს, თუ არსებობს გარემოება, რომელიც სოციალურ მუშაკს ხელს შეუშლის, მიუკერძოებლად განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. სოციალურმა მუშაკმა დამსაქმებელს უნდა დაუსაბუთოს თვითაცილების მიზეზი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას მესამე პირს უფლება აქვს, სოციალური მუშაკის დამსაქმებლის წინაშე დააყენოს მისი აცილების საკითხი.

5. სოციალური მუშაკის აცილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მისი დამსაქმებელი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/31.md
