---
title: "მუხლი 31. ინფორმაციის ანალიზი — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/31"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "31"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. ინფორმაციის ანალიზი — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/31

1. სოციალურ მუშაკს უფლება აქვს, არსებული სოციალური პრობლემების შემცირებისა და გადაჭრის, სოციალური სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების და ცვლილებების მხარდაჭერის მიზნით გააანალიზოს ინფორმაცია და ანალიზის შედეგების შესახებ მონაცემები მიაწოდოს თავის უშუალო ხელმძღვანელს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ანალიზის ფორმა და შესაბამისი მოთხოვნები განისაზღვრება იმ დაწესებულების სამართლებრივი აქტით, რომელსაც უშუალოდ ექვემდებარება სოციალური მუშაკი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/32.md
