---
title: "მუხლი 32. სოციალური მუშაკის უწყვეტი პროფესიული განვითარება — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/32"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "32"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. სოციალური მუშაკის უწყვეტი პროფესიული განვითარება — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/32

1. სოციალური მუშაობის მიზნებიდან გამომდინარე, სოციალური მუშაკი ვალდებულია შეთავაზებულ პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობით განივითაროს პროფესიული შესაძლებლობები, გაიუმჯობესოს უნარები და გაიღრმაოს ცოდნა.

2. დამსაქმებელმა ხელი უნდა შეუწყოს სოციალურ მუშაკს, მონაწილეობა მიიღოს უწყვეტი პროფესიული განვითარების ღონისძიებებში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/33.md
