---
title: "მუხლი 37. პრობლემის განსაზღვრა — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/37"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "37"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. პრობლემის განსაზღვრა — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/37

1. საფრთხის არსებობის შემთხვევაში სოციალური მუშაკი განსაზღვრავს დახმარების საჭიროების მქონე პირის პრობლემას.

2. პრობლემა განისაზღვრება დახმარების საჭიროების მქონე პირთან, მისი ოჯახის წევრთან, მის ახლო წრესთან და სხვა შესაბამის პირთან გასაუბრების საფუძველზე, ყველა გარემოების გათვალისწინებით.

3. სოციალური მუშაკი შემთხვევის ანალიზისა და შეფასების საფუძველზე თვითონ აგრძელებს ბენეფიციართან მუშაობას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ადგენს ბენეფიციარის მხარდამჭერ შესაბამის სპეციალისტს ან უწყებას და ბენეფიციარს მასთან გადაამისამართებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/38.md
