---
title: "მუხლი 38. საჭიროების შეფასება — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/38"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "38"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. საჭიროების შეფასება — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/38

1. სოციალური მუშაკი ბენეფიციარის ინდივიდუალური პრობლემისა და მისი გარემოს შესახებ ამომწურავი ინფორმაციის საფუძველზე სისტემურად შეისწავლის მის მდგომარეობას.

2. სოციალური მუშაკი ითვალისწინებს ბენეფიციარის მხარდაჭერისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებს, მისი მხარდაჭერისთვის საჭირო რესურსებსა და შესაძლებლობებს და აფასებს ბენეფიციარის საჭიროებებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/39.md
