---
title: "მუხლი 39. სოციალური მუშაობის დაგეგმვა — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/39"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "39"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39. სოციალური მუშაობის დაგეგმვა — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 39 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/39

1. სოციალური მუშაკი საფრთხის თავიდან ასაცილებლად ან პრობლემაზე რეაგირებისთვის ბენეფიციართან შეთანხმებით ადგენს სოციალური მუშაობის ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას ან განვითარების გეგმას (შემდგომ – გეგმა).

2. გეგმაში განსაზღვრული უნდა იყოს მიზნები, აუცილებელი სტრატეგია და სამოქმედო ეტაპები.

3. გეგმაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია ბენეფიციარის ასაკის და მისი განვითარების გათვალისწინებით, გეგმის განხორციელებაში მონაწილე პირების თანხმობით, დადგენილ ვადაში.

4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ბენეფიციარი არ ეთანხმება გეგმას ან გეგმის ნაწილს, სოციალურ მუშაკს უფლება აქვს, მისი ნების საწინააღმდეგოდ დაამტკიცოს გეგმა ან გეგმის ნაწილი, თუკი სხვაგვარად საფრთხე შეექმნებოდა ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს.

5. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება კრიზისული ინტერვენციის შემთხვევაზე. საფრთხის შეწყვეტის შემდეგ სოციალური მუშაკი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, შეადგინოს გეგმა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/40.md
