---
title: "მუხლი 40. მხარდაჭერა — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/40"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "40"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. მხარდაჭერა — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/40

1. სოციალური მუშაკი მოქმედებს გეგმის განსახორციელებლად და მის შესაბამისად.

2. სოციალური მუშაკი მხარს უჭერს ბენეფიციარის შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებას ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად საზოგადოებაში მისი სოციალური კომპეტენციის გაუმჯობესების მიზნით.

3. სოციალური მუშაკი გეგმის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, შემთხვევის ანალიზისა და შეფასების საფუძველზე ადგენს ბენეფიციარის მხარდამჭერ შესაბამის სპეციალისტს ან უწყებას და ბენეფიციარს მასთან გადაამისამართებს და აზუსტებს შემთხვევის მიმდინარეობის სტატუსს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/41.md
