---
title: "მუხლი 42. სოციალური მუშაკის პროფესიული კვალიფიკაციისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/42"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "42"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. სოციალური მუშაკის პროფესიული კვალიფიკაციისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 42 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/42

1. სოციალური მუშაკი შეიძლება იყოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) იგი არის სრულწლოვანი;
ბ) მან იცის სახელმწიფო ენა;
გ) მას აქვს სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერტიფიკატი;
დ) იგი ფლობს ამ კანონის 43-ე მუხლით განსაზღვრულ კომპეტენციებს;
ე) იგი პიროვნული თვისებებით შეესაბამება სოციალური მუშაკის პროფესიას;
ვ) იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

2. სოციალური მუშაკი არ შეიძლება იმავდროულად იყოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი ან სხვა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ეკრძალება სოციალური მუშაობის ჩატარება.

2¹. სოციალური მუშაკი არ შეიძლება იყოს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა სოციალურ მუშაკად მუშაობის უფლება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან სოციალური მუშაკის უნარების, შესაძლებლობებისა და კომპეტენციების შესაბამისობას ადგენს ის დაწესებულება, რომელსაც უშუალოდ უნდა დაექვემდებაროს სოციალური მუშაკი დასაქმებისას.

4. სოციალური მუშაკის საჯარო დაწესებულებაში მიღებაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები.
საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5761 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2209 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/43.md
