---
title: "მუხლი 44. სოციალური მუშაკის სერტიფიკატი — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/44"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "44"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. სოციალური მუშაკის სერტიფიკატი — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 44 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/44

1. სოციალური მუშაკის სერტიფიკატი არის სოციალური მუშაკის თანამდებობაზე მიღების მსურველის მიერ აუცილებელი ცოდნის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამ პირს არ აქვს სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი. სერტიფიცირება ხორციელდება პირის მიერ იმ საბაზისო აკადემიური ცოდნის მისაღებად, რომელიც აუცილებელია სოციალური მუშაკის ფუნქციების შეუზღუდავად შესასრულებლად.

2. სოციალური მუშაკის სერტიფიკატი გაიცემა პირის მიერ სერტიფიცირების წარმატებით გავლის შედეგად.

3. სერტიფიცირების გავლის უფლება აქვს პირს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სოციალურ მუშაკად მუშაობს, ან პირს, რომელიც არ მუშაობს სოციალურ მუშაკად, მაგრამ აქვს სოციალური მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4359 – ვებგვერდი, 04.07.2024წ.
თავი VII
სოციალური მუშაკის სოციალური გარანტიები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/45.md
