---
title: "მუხლი 45. სოციალური მუშაკისათვის უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნა — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/45"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "45"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. სოციალური მუშაკისათვის უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნა — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 45 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/45

1. სოციალურ მუშაკს უფლება აქვს, ჰქონდეს უსაფრთხო სამუშაო პირობები და მიიღოს ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები იმ დაწესებულების რესურსების გათვალისწინებით, რომელშიც დასაქმებულია იგი.

2. ბენეფიციარისთვის სრულყოფილი და ეფექტიანი კონსულტაციის გასაწევად სოციალური მუშაკის დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი ადგილის გამოყოფა და სამუშაო გარემოს შექმნა.

3. დაწესებულება უზრუნველყოფს სოციალურ მუშაკთა მიმართ თანაბარ და სამართლიან მოპყრობას ადამიანური რესურსების მართვის, შრომის პირობების, ანაზღაურებისა და სამართლებრივი დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/46.md
