---
title: "მუხლი 46. სოციალური მუშაკის უსაფრთხოება — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/46"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "46"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46. სოციალური მუშაკის უსაფრთხოება — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 46 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/46

1. დაწესებულება, რომელშიც სოციალური მუშაკია დასაქმებული, ვალდებულია შეიმუშაოს და დანერგოს სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესი, რომელიც სოციალური მუშაკის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უსაფრთხოების წესის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა შესაძლო რისკის წყარო საფრთხის დონისა და შესაძლო შედეგების მიხედვით. აღნიშნული უსაფრთხოების წესი უნდა ითვალისწინებდეს შესაბამის პრევენციულ ზომას.

3. დაწესებულების მიერ დადგენილ შემთხვევის მართვის სტანდარტში გათვალისწინებული უნდა იქნეს სოციალური მუშაობის ჩატარებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი წინასწარი ზომების მიღების პროცედურა, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საჭიროების განსაზღვრის კრიტერიუმები, ფუნქციების გადანაწილება და არსებული საფრთხის აღმოფხვრის მექანიზმი.

4. სოციალური მუშაკი ვალდებულია განუხრელად შეასრულოს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის დადგენილი, აუცილებლად შესასრულებელი მითითებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/47.md
