---
title: "მუხლი 47. სოციალური მუშაკის სამუშაო დრო და დასვენების დრო, მის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისა და ანაზღაურების წესი — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/47"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "47"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47. სოციალური მუშაკის სამუშაო დრო და დასვენების დრო, მის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისა და ანაზღაურების წესი — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 47 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/47

1. სოციალური მუშაკის სამუშაო დრო და დასვენების დრო, მის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისა და ანაზღაურების წესი დადგენილია ამ მუხლითა და საქართველოს კანონმდებლობით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტთან ერთად, სოციალური მუშაკის სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე, დადგენილია მიმდინარე საქმეთა (შემთხვევათა) ზღვრული ოდენობა. შემთხვევების რაოდენობა 50-ს არ უნდა აღემატებოდეს. დამატებით მიღებული საქმეებით გათვალისწინებული შემთხვევები არ უნდა აღემატებოდეს ზღვრულ ოდენობას ამ ოდენობის ერთი მესამედით.

3. სოციალური მუშაკის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4. სოციალური მუშაკის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება მისი სურვილის შესაბამისად − მისთვის დანამატის ან ზეგანაკვეთური სამუშაოს პროპორციული დამატებითი დასვენების დროის მიცემით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/48.md
