---
title: "მუხლი 48. დახმარება სოციალური მუშაკის დაღუპვისას ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/48"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "48"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48. დახმარება სოციალური მუშაკის დაღუპვისას ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 48 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/48

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სოციალური მუშაკის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით, მიუხედავად სოციალური მუშაკის დასაქმების ადგილისა.

2. სოციალურ მუშაკს, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიიღო სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად იქნა აღიარებული ან დასახიჩრდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 5 000 ლარისა, მიუხედავად მისი დასაქმების ადგილისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/48-1.md
