---
title: "მუხლი 5. სოციალური მუშაობის პრინციპების სავალდებულოობა — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/5"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "5"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. სოციალური მუშაობის პრინციპების სავალდებულოობა — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/5

1. სოციალური მუშაკი ვალდებულია სოციალური მუშაობის ჩატარებისას გაითვალისწინოს შემდეგი პრინციპები: ადამიანის უფლებების პატივისცემა, სოციალური სამართლიანობა, თანასწორობა, დარგობრივი კომპეტენცია, თანაზომიერება, ინდივიდუალიზაცია, კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის დაცვა და სოციალური მუშაობის სისტემურობა.

2. სოციალური მუშაკის მიერ სოციალური მუშაობის პრინციპების დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/6.md
