---
title: "მუხლი 57. კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლებამოსილება — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/57"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "57"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 57. კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლებამოსილება — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 57 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/57

1. კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელშიც სოციალური მუშაკია დასაქმებული, უფლებამოსილია თავისი საქმიანობის ფარგლებში განსაზღვროს სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი საქმიანობის სფეროების ჩამონათვალი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სფეროების ჩამონათვალი უნდა დამტკიცდეს წერილობითი სამართლებრივი აქტით. იგი წინასწარ უნდა გაეცნოს დასაქმებულს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/56.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/57-1.md
