---
title: "მუხლი 58. სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობა — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/58"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "58"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 58. სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობა — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 58 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/58

1. სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობა გულისხმობს სოციალური მუშაკის თვითშეფასებას, აგრეთვე მისი შრომის ზედამხედველობას მისი პროფესიული ზრდის ხელშეწყობის და მის მიერ მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით.

2. სოციალური მუშაკის პროფესიული ზედამხედველი შეიძლება იყოს იმავე დაწესებულების იმავე სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებული პირი ან ამ ერთეულის ხელმძღვანელი, აგრეთვე მოწვეული პირი.

3. სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების წესსა და პირობებს ადგენს ის დაწესებულება, რომელსაც სოციალური მუშაკი ექვემდებარება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/57-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/59.md
