---
title: "მუხლი 59. სოციალური მუშაკის თვითშეფასება — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/59"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "59"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59. სოციალური მუშაკის თვითშეფასება — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 59 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/59

1. სოციალური მუშაკი ახორციელებს თვითშეფასებას, რაც მოიცავს მის მიერ სოციალური მუშაობის ჩატარებისას თითოეული გეგმის ფარგლებში და გეგმის მიღმა განხორციელებული საქმიანობის შედეგების შეფასებას.

2. სოციალური მუშაკის თვითშეფასება ობიექტურად უნდა განხორციელდეს. იგი უნდა მოიცავდეს როგორც საქმიანობაში წინსვლას, ისე საქმიანობაში ხარვეზებს, უნდა განსაზღვრავდეს გამოწვევებს და საქმიანობის გაუმჯობესების გეგმას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/60.md
