---
title: "მუხლი 60. სოციალური მუშაკის შრომის ზედამხედველობა — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/60"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "60"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 60. სოციალური მუშაკის შრომის ზედამხედველობა — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 60 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/60

1. სოციალური მუშაკის შრომის ზედამხედველობას ახორციელებს ის დაწესებულება, რომელსაც სოციალური მუშაკი ექვემდებარება.

2. სოციალური მუშაკის შრომის ზედამხედველობა ხორციელდება ისეთი კრიტერიუმების საფუძველზე, როგორიცაა სოციალური მუშაკის მიერ უფლებამოსილებების განხორციელების მიზნობრიობა და კანონიერება.

3. სოციალური მუშაკის შრომის ზედამხედველობა ხორციელდება კონკრეტული შემთხვევების და სოციალური მუშაკის წლიური საქმიანობის შეფასებით. კონკრეტული შემთხვევების შეფასება ხორციელდება შემთხვევითი შერჩევით ან ბენეფიციარის მიმართვის საფუძველზე.

4. სოციალური მუშაკის საქმიანობის მონიტორინგის შესახებ ობიექტური დასკვნის მისაღებად გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა გარემოება, მათ შორის, სოციალური მუშაობის შედეგები, ბენეფიციარის მოსაზრება, უშუალო ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი სოციალური მუშაკის დახასიათება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/59.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/61.md
