---
title: "მუხლი 61. სოციალური მუშაკის წახალისება — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/61"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "61"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 61. სოციალური მუშაკის წახალისება — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 61 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/61

1. სოციალური მუშაკის საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის შედეგების საფუძველზე ის დაწესებულება, რომელსაც სოციალური მუშაკი ექვემდებარება, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას იღებს გადაწყვეტილებას სოციალური მუშაკის წახალისების შესახებ.

2. სოციალური მუშაკის წახალისების ფორმებია:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა;
გ) ფასიანი საჩუქრის მიცემა.

3. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სოციალური მუშაკის წახალისებასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/60.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/62.md
