---
title: "მუხლი 62. სოციალური მუშაკის კარიერული წინსვლა — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/62"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "62"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 62. სოციალური მუშაკის კარიერული წინსვლა — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 62 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/62

1. სოციალური მუშაკის კარიერული წინსვლა ხდება სოციალური მუშაკის საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის შედეგების საფუძველზე.

2. სოციალური მუშაკის კარიერული წინსვლისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი სამუშაო გამოცდილება, აგრეთვე მის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები და მნიშვნელობა ბენეფიციარისა და საზოგადოებისათვის.

3. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სოციალური მუშაკის კარიერული წინსვლა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/61.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/63.md
