---
title: "მუხლი 63. სოციალური მუშაკის დისციპლინური პასუხისმგებლობა — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/63"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "63"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 63. სოციალური მუშაკის დისციპლინური პასუხისმგებლობა — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 63 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/63

1. სოციალური მუშაკის საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის შედეგების საფუძველზე სოციალურ მუშაკს შესაბამისი საფუძვლის არსებობისას შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა.

2. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სოციალური მუშაკის დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები.

3. სოციალური მუშაკის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია:
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს) 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;
დ) სამსახურიდან გათავისუფლება.

4. სოციალური მუშაკისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ის დაწესებულება, რომელშიც სოციალური მუშაკია დასაქმებული.
თავი X
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/62.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/64.md
