---
title: "მუხლი 9. დარგობრივი კომპეტენციის პრინციპი — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/9"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "9"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. დარგობრივი კომპეტენციის პრინციპი — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/9

1. სოციალური მუშაკი სოციალურ მუშაობას ატარებს დარგობრივი კომპეტენციის მიხედვით. დარგობრივი კომპეტენციის მიღება შესაძლებელია პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების ფარგლებში.

2. აკადემიური ან სხვა საგანმანათლებლო კურსები უზრუნველყოფს სოციალური მუშაკის მიერ დარგობრივი კომპეტენციის მიხედვით განათლების მიღებას და შემდგომ მის გაღრმავებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/10.md
