---
title: "მუხლი 11. ობიექტების კლასიფიკაცია — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/11"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "11"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. ობიექტების კლასიფიკაცია — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/11

1. მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის დამაზიანებელი ფაქტორების შეფასებისა და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები, მათი თავდაცვითი, ეკონომიკური, პოტენციური საშიშროებიდან ან/და სასიცოცხლო მნიშვნელობიდან გამომდინარე, იყოფა კატეგორიებად, რომლებსაც განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

2. პოტენციურად საშიში ობიექტი შეიმუშავებს პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების პასპორტსა და დეკლარაციას და მათ წარუდგენს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამის დანაყოფს. პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების პასპორტისა და დეკლარაციის შემუშავების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/12.md
