---
title: "მუხლი 2. კანონის ზოგადი პრინციპები — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/2"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "2"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის ზოგადი პრინციპები — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/2

სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
ა) ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისაკენ მიმართული ქმედებებისათვის უპირატესობის მინიჭება;
ბ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში ფიზიკური და იურიდიული პირების მონაწილეობის ნებაყოფლობითობა;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული ინფორმაციის საჯაროობის, გამჭვირვალობის, თავისუფალი ხელმისაწვდომობისა და გავრცელების უზრუნველყოფა;
დ) სამოქალაქო უსაფრთხოების ამოცანების გადაწყვეტისადმი კომპლექსური მიდგომა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/3.md
