---
title: "მუხლი 20. ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების აღრიცხვა — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/20"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "20"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების აღრიცხვა — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/20

1. საგანგებო სიტუაციის პრევენციის, საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნის და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქმნის და აწარმოებს ერთიან საინფორმაციო ბანკს, რომელშიც აისახება ინფორმაცია მოსალოდნელი და წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციებისა და ეროვნული სისტემის სუბიექტების რეაგირების ძალების შესახებ, აგრეთვე პოტენციურად საშიში ობიექტების უსაფრთხოების პასპორტის მონაცემები და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარების ანალიზის მომზადებისათვის საჭირო, ეროვნული სისტემის სუბიექტების ხელთ არსებული სხვა მონაცემები.

2. ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების ოფიციალურ სტატისტიკურ აღრიცხვას, ანალიზს და სახელმწიფო სტატისტიკურ ანგარიშგებას ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

3. ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების აღრიცხვისა და მონაცემთა დამუშავების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

4. ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების აღრიცხვისა და მონაცემთა დამუშავების წესის შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის, აგრეთვე იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/21.md
