---
title: "მუხლი 22. სავალდებულო ოპერაციები — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/22"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "22"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. სავალდებულო ოპერაციები — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/22

1. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან შეასრულონ სავალდებულო ოპერაციების ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებები საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით.

2. სავალდებულო ოპერაციები სრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული სისტემის სუბიექტების რეაგირების ძალები და მატერიალური რესურსები არ არის საკმარისი საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის.

3. სავალდებულო ოპერაციების ფარგლებში დაკისრებული ვალდებულების შესრულების დროს გაწეული ხარჯი და მიყენებული ზიანი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აუნაზღაურდებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/23.md
