---
title: "მუხლი 24. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის სახეები — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/24"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "24"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის სახეები — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/24

1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის სახეებია:
ა) სახელმწიფო − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისადმი დაქვემდებარებული სახანძრო-სამაშველო დანაყოფი;
ბ) საუწყებო − სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ შექმნილი სახანძრო-სამაშველო დანაყოფი;
გ) კერძო − მეწარმე სუბიექტის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ შექმნილი სახანძრო-სამაშველო დანაყოფი.

2. საუწყებო სახანძრო დაცვის დანაყოფის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით.

3. კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფების საქმიანობისა და შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით.

4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის ორგანიზების წესს ამტკიცებს მინისტრი.

5. საუწყებო და კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს მეთოდურ დახმარებას უწევს, აგრეთვე კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფს ამოწმებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

6. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, პოტენციურად საშიში, ეროვნული საგანძურის და კულტურული მემკვიდრეობის იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომლებშიც აუცილებელია სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შექმნა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/25.md
