---
title: "მუხლი 25. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების სამართლებრივი რეგულირება — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/25"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "25"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების სამართლებრივი რეგულირება — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/25

1. საქართველოს მთავრობის მიერ მისაღები ნორმატიული აქტის პროექტი, აგრეთვე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გამოსაცემი ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც ადგენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს, უნდა შეთანხმდეს სამინისტროსთან. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მისაღებ ნორმატიულ აქტზე სამართლებრივი ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.

2. სახანძრო უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები, მათ შორის, სახანძრო ჰიდრანტების მოწყობისა და ექსპლუატაციის საკითხები, განისაზღვრება „ტექნიკური რეგლამენტის − სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/26.md
