---
title: "მუხლი 26. სახანძრო უსაფრთხოების ზომების შემუშავება და მიღება — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/26"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "26"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. სახანძრო უსაფრთხოების ზომების შემუშავება და მიღება — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/26

1. სახანძრო უსაფრთხოების ზომები მუშავდება ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების, ნივთიერების, მასალის, ტექნოლოგიური პროცესის, ნაკეთობის, კონსტრუქციის, შენობის, ნაგებობის ხანძარსაშიშროების შეფასების საფუძველზე.

2. ნივთიერების, მასალის, ნაკეთობისა და დანადგარის დამამზადებელი (მიმწოდებელი) ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ტექნიკურ დოკუმენტაციაში მიუთითოს მათი ხანძარსაშიშროების მაჩვენებლები, აგრეთვე მათთან მუშაობისათვის აუცილებელი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები.

3. მეწარმე სუბიექტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შენობის, ნაგებობის, სხვა ობიექტის სახანძრო უსაფრთხოების ზომების შემუშავებისას და მიღებისას, აგრეთვე ამ ობიექტის დაპროექტებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ხანძრის დროს ადამიანების ევაკუაციის უზრუნველყოფის ღონისძიებები.

4. აფეთქებახანძარსაშიში ობიექტი ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების გათვალისწინებით შეიმუშავებს ხანძრის ჩაქრობის გეგმას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/27.md
